Thursday, May 13, 2010

შესავალი – მითი იმის შესახებ, რომ თბილისის ზოოპარკის ცხოველები ცუდად იკვებებიან მალე გაქრება. აქაურ ბინადრებს საკმაოდ მსუყედ აჭმევენ და თქვენ წარმოიდგინეთ საკვების მენიუს ხანგრძლივი დეგუსტაციის შედეგად თავად ირჩევენ.

კადრი – როგორ ჭამს აფთარი ხორცს და სპილოს ჩლიქოსნების კადრები როგორ ჭამენ ბალახს.
ტექსტი – მტაცებელებს ხორცი, მსხვილფეხა ჩლიქოსნებს ბალახი, მაგრამ ამ ტრადიციული მენიუს გარდა თბილისის ზოოპარკის ცხოველები საკმაოდ ეგზოტიკურ და თავშესაქცევ საკვებს მიირთმევენ.
სინქრონი – ზოოპარკის სამეცნიერო დირექტორი საუბრობს, როგორ ხდება ცხოველებისთვის საკვების შერჩევა და რას აჭმევენ. რა არის მათთვის რეკომენდირებული რათა აქაურ კლიმატურ პირობებს შეეგუონ.
კადრი – როგორ ჭამს მაიმუნი
იოგურტი, შესქელებული რძე, მაწონი, ეს მენიუ თავად შეირჩია ზოოპარკის მხიარულმა ცხოველმა, მაკაკამ. აღმოჩნდა, რომ ტრადიციულ ბანანთან ერთად ყველაზე მეტად მაიმუნს ქიშმიშიანი ხაჭო ხიბლავს.
შუმი – ფრინველების კვება
კადრი – ფრინველების კვების პროცესი
სინქრონი – ავტორი: ეს აფრიკის პატარა მოდელია, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ სირაქმლემა და ზებრა. ის რაც კვების შემდეგ სირაქლემას დარჩება სიამოვნებით უნაწილებს ზებრას.
შუმი კადრი – როგორ ჭამენ სირაქლემები და რას ჭამენ

კადრი – სპილოების ჭამის პროცესი
ტექსტი – სპილო ზოოპარკში გამორჩეულია. თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრს მიირთმევს. მისი საკვების დღიური ნორმა 150 კილოგრამს შეადგენს. კვების რაციონის საჭირო და სპილოსთვის საყვარელი საჭმელი ცოცხია. ყოველდღიურად სპილო 20 ცოცხს მიირთმევს
გამოსავალი – როგორც ვნახეთ ზოოპარკის ცხოველებისთვის კვების პროცესი არა მხოლოდ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებაა არამედ დღის განმავლობაში მათთვის ყველაზე კარგი გასართობია.

No comments:

Post a Comment