Wednesday, March 24, 2010


www.commersant.ge ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საიტია. 

საიტის ინტერესტთა სფეროს განეკუთვნება: ბიზნესი, ეკონომიკა, ბანკები, ფინანსები.  
commersant.ge-ს რედაქცია მკითხველს სთავაზობს საშუალებას, საიტის შექმნაში თავადაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა. გამოკითხვების საშუალებით რედაქციას საშუალება ეძლევა გაიგოს რა მოსწონს მკითხველას და რა არის შესაცვლელი.
commersant.ge 2006 წელს შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში საიტზე რეგულარულად იდება ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე. 
commersant.ge მეშვეობით შესაძლებელია ვიხილოთ ყოველდღიურად განახლებადი ვალუტის კურსი.

http://www.commersant.ge

Friday, March 12, 2010


ტელეკომპანია იმედის დევიზია წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებტან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.

ტელეკომპანიის ტექნიკურ ხარისხს უზრუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. ინგლისურმა კომპანიამ „On-Air Systems“ „იმედის“ მაუწყებლობისათვის ავტომატიზირებული სისტემა დაამონტაჟა. ფირმა „Rhode & Schwarz“, კი ტელესიგნალის გავრცელებაზე ზრუნავს.

კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე „იმედის“ კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია “Quadrant Entertainment Group” და ნორვეგიული კომპანია „Teleplan“. ამჟამად „იმედს“ სხვა ექსპერტებთან ერთად კონსულტაციას კირილ ლეგატი უწევს.

იმედი უარს აცხადებს არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე. იმედის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სამომავლო ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება. ამასთან პარტნიორებთან გამჭირვალე ურთიერთობები ხელს შეუწყობს მათი საავტორო უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

http://ka.wikipedia.org/wiki/


Mozilla Firefox  - ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერია, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელ. ფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. რეიტინგით ეს ბრაუზერი რიგით მეორეა (Internet Explorer-ის შემდეგ), ხოლო უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში — პირველი. 2009 წლის თებერვალში მას ინტერნეტ-ბრაუზერების მომხმარებელთა 21.73% იყენებდა.

http://ka.wikipedia.org/wiki/