Friday, March 12, 2010


ტელეკომპანია იმედის დევიზია წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებტან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.

ტელეკომპანიის ტექნიკურ ხარისხს უზრუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. ინგლისურმა კომპანიამ „On-Air Systems“ „იმედის“ მაუწყებლობისათვის ავტომატიზირებული სისტემა დაამონტაჟა. ფირმა „Rhode & Schwarz“, კი ტელესიგნალის გავრცელებაზე ზრუნავს.

კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე „იმედის“ კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია “Quadrant Entertainment Group” და ნორვეგიული კომპანია „Teleplan“. ამჟამად „იმედს“ სხვა ექსპერტებთან ერთად კონსულტაციას კირილ ლეგატი უწევს.

იმედი უარს აცხადებს არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე. იმედის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სამომავლო ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება. ამასთან პარტნიორებთან გამჭირვალე ურთიერთობები ხელს შეუწყობს მათი საავტორო უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

http://ka.wikipedia.org/wiki/

1 comment:

  1. რადგან ტელეკომპანია აირჩიე თავად იმედზე კი არ უნდა დაგეწერა არამედ მის ვებგვერდზე. დავალება იყო ინტერნეტ მედიები ან ტრადიციული მედიების ინტერნეტ გვერდები.

    ამასთანავე შეეცადე ხოლმე რომ იმ კომპანიების საიტებზეც დადო ლინკები რომლებიც "პოსტში" გაქვს მოხსენიებული. გამახსენე ლექციაზე და განახებ რას ვგულისხმობ.

    ReplyDelete