Saturday, February 20, 2010


 

WEB - 2

  WEB - 2 პროგრამა, რომელიც წარმოადგენს ახლებურ ხედვას ვებსაიტების შექმნის სფეროში. პროგრამასთან მუშაობა შესაძებელია როგორც გრაფიკულ რეჟიმში, ასევე ვებ საიტების პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენებით უშუალოდ კოდის წერითაც.

Web 2- მოიცავს ყველა იმ ინსტრუმენტს და საჭირო საშუალებას, რომელიც საჭიროა მაღალხარისხიანი ვებ საიტების შესაქმნელად. პროგრამას აქვს სრული მხარდაჭერა შემდეგი სტანდარტების: XHTML, CSS, XML და XSLT. ეს პროგრამა წარმოადგენს ახლებურ ხედვას ვებსაიტების შექმნის სფეროში.

http://www.file.ge/



როგორ შეიცვალა მედია ტექნოლოგიები ბილო 10 წლის განმავლობაში

 მედია მუდმივად ცვლილებებს განიცდის. ყველაზე მკვეთრად განვითარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტელევიზიამ განიცადა. 

 ინტერნეტის შექმნამ საშუალება მისცა ტელევიზიას სწრაფად მიიღოს, დაამუშავოს და გაცვალოს ინფორმაცია. გარდა ამისა ინტერნეტის საშუალებით იქნმნება გიგანტური საარქივო ბაზა. ბაზაში შენახულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მედია კომპანიისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. კომპიუტერული ბაზა მნიშვნელოვნად ამცირებს დროს, რომელიც სჭიროა რაიმე ინფორმაციის მოსაძებნად.


Wednesday, February 17, 2010


ქართული დამწერლობა


ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“ (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრება“-ში ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.

ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.

1940 წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს

http://ka.wikipedia.org/wiki/



უფასო პროგრამა - Ubuntu Linux

უბუნტუ დებიანზე დაფუძნებული ახალი პროექტია. იგი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული, მას ლინუქსების ცაზე ამომავალ ვარსკვლავსაც უწოდებენ. პროექტი უბუნტუ დაფუძნებულია "უბუნტუს ფილოსოფიის" იდეებზე: კომპიუტერული პროგრამები უფასო, პროგრამული ხელსაწყოები კი ლოკალურ ენებზე უნდა იყოს და მოხმარებელს უნდა შეეძლოს საკუთარი საჭიროებისამებრ პროგრამების მორგება და შეცვლა. დისტრიბიუტივი შეიცავს ყველა აუცილებელ კომპონენტს, ასევე ლოკალიზაციას და უტილიტებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, რათა მისი მოხმარება დედამიწის ნებისმიერმა მცხოვრებმა შეძლოს. სიტყვა უბუნტუ ძველ აფრიკულ ენაზე ნიშნავს ჰუმანურობას.

უბუნტუ უფასოა და მისი შეკვეთა დისკზე შესაძლოა მისი ოფიცილური ვებ გვერდიდან: https://shipit.ubuntu.com/

http://ka.wikipedia.org/wiki/



Wednesday, February 10, 2010

 ქართული ბლოგოსფერო  

ქართული ბლოგოსფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, აქტიურად ამუშავდა ქართული ბლოგინგის სისტემა log.ge თუმცა ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგები მაინც უცხოურ დომეინებზეა განთავსებული, უმეტესწილად Blogger.com და Wordpress.com-ზე. თუმცა ამ უცხოური სისტემების მომხმარებელი საზოგადოება, ერთგვარ საინტერესო ბლოგ-ჯგუფს ქმნის და უდავოდ ყურადღების ღირსია.


პირად ბლოგებზე ირჩევა საზოგადოებრივი პრობლემები, იწერება გასართობი, შემეცნებითი შინაარსის სტატიები. როდესაც სხვა მედია საშუალებები მიუწვდომელია, ქართული ბლოგოსფერო აქტიურად იწყებს ინფორმაციის მოძიებას და გავრცელებას. ამ მხრივ აღსანიშნავია როკოს ბლოგი, რომელმაც 2007 წელს ეროვნულ ინტერნეტ-კონკურში - topsite.ge - გაიმარჯვა, ნომინაციაში ”წლის საუკეთესო საინფორმაციო საიტი”.

გარდა პირადი ბლოგებისა ქართულ ბლოგოსფეროში უკვე გამოჩნდა პოლიტიკური შეხედულებების ამსახველი ბლოგები, კულინარიული ბლოგები, სილამაზესთან და ქალურ რჩევებთან დაკავშირებული მრავალ-ავტორიანი ბლოგები. ასევე ბლოგები ფოტოგრაფიის, მუსიკის, ბიზნესის, ეკონომიკისა და საბანკო–ფინანსური სექტორის შესახებ.

ასევე აღსანიშნავია პროექტი არტ-იდეა”, პირველი ქართული შემოქმედებითი workshop-ი, რომლის პოპულარობამ ყველა რეკორდი მოხსნა. აქ შემოქმედი ადამიანები იკრიბებიან და ყოველკვირეულ თემაზე, რომელიც ყოველ შაბათს იქვე ბლოგზე ქვეყნდება, თავის ნამუშევრებს გვთავაზობენ. დავალების შესრულების ვადად ერთი კვირაა მიჩნეული. პროექტი იმით არის აღსანიშნავი, რომ ნამუშევრების გარდა უხვია კომენტარები თითოეულ ნამუშევარზე და უკუკავშირი მომხმარებელთან ადვილი მისაღწევია.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე თითქმის არ არსებობს. ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში არცერთი კომპანიის მარკიტინგული სამსახური არ იყენებს…


Friday, February 5, 2010


ოპერაციული სისტემა სპეციალური კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამულ პაკეტებს (software), ასევე კომპიუტერის სისტემის შემადგენელ მოწყობილობასა (hardware) და ამ სისტემის მომხარებელს შორის.
დღეს არსებობს სხვადასხვა კომპიუტერული ოპერაციული სისტემები, მაგრამ ყველაზე ფართოდ გამოყენებადი არის Windows. ეს უპირველესად კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დამსახურებაა.