ქართული ბლოგოსფერო
ქართული ბლოგოსფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, აქტიურად ამუშავდა ქართული ბლოგინგის სისტემა log.ge თუმცა ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგები მაინც უცხოურ დომეინებზეა განთავსებული, უმეტესწილად Blogger.com და Wordpress.com-ზე. თუმცა ამ უცხოური სისტემების მომხმარებელი საზოგადოება, ერთგვარ საინტერესო ბლოგ-ჯგუფს ქმნის და უდავოდ ყურადღების ღირსია.
გარდა პირადი ბლოგებისა ქართულ ბლოგოსფეროში უკვე გამოჩნდა პოლიტიკური შეხედულებების ამსახველი ბლოგები, კულინარიული ბლოგები, სილამაზესთან და ქალურ რჩევებთან დაკავშირებული მრავალ-ავტორიანი ბლოგები. ასევე ბლოგები ფოტოგრაფიის, მუსიკის, ბიზნესის, ეკონომიკისა და საბანკო–ფინანსური სექტორის შესახებ.
ასევე აღსანიშნავია პროექტი არტ-იდეა”, პირველი ქართული შემოქმედებითი workshop-ი, რომლის პოპულარობამ ყველა რეკორდი მოხსნა. აქ შემოქმედი ადამიანები იკრიბებიან და ყოველკვირეულ თემაზე, რომელიც ყოველ შაბათს იქვე ბლოგზე ქვეყნდება, თავის ნამუშევრებს გვთავაზობენ. დავალების შესრულების ვადად ერთი კვირაა მიჩნეული. პროექტი იმით არის აღსანიშნავი, რომ ნამუშევრების გარდა უხვია კომენტარები თითოეულ ნამუშევარზე და უკუკავშირი მომხმარებელთან ადვილი მისაღწევია.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე თითქმის არ არსებობს. ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში არცერთი კომპანიის მარკიტინგული სამსახური არ იყენებს…
No comments:
Post a Comment